საიტების დამზადება და ვებსაიტის შექმნა
გთავაზობთ თქვენზე მორგებულ სერვისებს და ნებისმიერი სირთულის ვებსაიტების დამზადებას WordPress-ის გამოყენებით ან მის გარეშე. შედეგად მიიღებთ სწრაფ, დაცულ და SEO ოპტიმიზებულ ვებსაიტს, რომელიც სრულად ასახავს თქვენი ბიზნესისა და მომხმარებლის მოთხოვნებს.
დაგვიკავშირდით
სერვისები
საიტის ან აპლიკაციის შექმნა გსურთ? თუ მხოლოდ დიზაინი გჭირდებათ — დაგეხმარებით სწრაფი, დაცული და თქვენზე მორგებული პროდუქტის შექმნაში. არამარტო ვაკეთებ ვებსაიტებსა და სისტემებს, არამედ პროექტის დასრულების შემდეგაც გთავაზობთ სრულ მხარდაჭერას და განახლებებს.
ვებსაიტების დამზადება
- ბიზნეს ვებსაიტები
- პორტფოლიოები
- ლენდინგ გვერდები
- მრავალენოვანი საიტები
- თანამედროვე, სწრაფი და მობილურზე სრულად მორგებული დიზაინი
E-commerce (ონლაინ მაღაზიები)
- სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიების აწყობა
- პროდუქციის მართვა
- კალათა / Checkout
- გადახდები (TBC, BOG, Payze და სხვა)
- შეკვეთების და მომხმარებლების მართვის პანელი
ტექნიკური მხარდაჭერა
- ბაგების და შეცდომების გასწორება
- სიჩქარის ოპტიმიზაცია
- SEO ტექნიკური გაუმჯობესება
- დიზაინის განახლება
- მობილურზე ადაპტაციის შეკეთება
პროექტები
Santexniki
სანტექნიკის სერვისი 24/7
ვებსაიტი სანტექნიკის მომსახურებისთვის. შეიცავს სერვისების ჩამონათვალს, გალერეას, კომპანიის ინფორმაციას და სწრაფ საკონტაქტო ბლოკს. სრულად მორგებულია ყველა მოწყობილობაზე და ოპტიმიზებულია სწრაფი კომუნიკაციისთვის.
პროექტის ნახვახშირად დასმული კითხვები
ვებსაიტის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე — რა ტიპის საიტი გჭირდება (საინფორმაციო, კორპორატიული, ონლაინ მაღაზია), რამდენი გვერდი ექნება და რა ფუნქციები იქნება დამატებული.
მაგალითად, მარტივი საინფორმაციო საიტი ბუნებრივია უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე სრულფუნქციური ონლაინ მაღაზია გადახდებით და ფილტრებით.
ზუსტი ბიუჯეტის გასაგებად შეგიძლია გამოიყენო ჩვენი ფასის კალკულატორი — რამდენიმე კითხვაზე პასუხის შემდეგ მიიღებ სავარაუდო ღირებულებას. თუ გინდა ინდივიდუალური შეთავაზება, მოგვწერე და დეტალურად დაგითვლით.
თუ ჯერ არ გაქვს ტექსტები, ლოგო ან ფოტოები — მათი დამზადებაც შეგვიძლია ჩვენვე.
ვადები დამოკიდებულია პროექტის სირთულეზე და იმაზე, რამდენად სწრაფად მოგვაწვდით საჭირო მასალებს (ტექსტები, ფოტოები, ლოგო და ა.შ.). თუ ეს მასალები ჯერ არ გაქვთ მზად — პრობლემა არ არის, მათი შექმნაც შეგვიძლია ჩვენვე, რაც პროცესს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ.
- მარტივი ვებსაიტი — დაახლოებით 1–2 კვირა
- საშუალო სირთულის პროექტი — 2–4 კვირა
- ონლაინ მაღაზია — ინდივიდუალურად განისაზღვრება
პროექტის დაწყებამდე ყოველთვის გეუბნებით რეალურ ვადებს და მუშაობის პროცესშიც გაწვდით განახლებებს, რომ ზუსტად იცოდე რა ეტაპზეა შენი საიტი.
SEO (Search Engine Optimization) ნიშნავს საიტის ოპტიმიზაციას ისე, რომ Google-ში და სხვა საძიებო სისტემებში უფრო მარტივად იძებნებოდეს.
მარტივად რომ ვთქვათ, SEO ეხმარება შენს საიტს უფრო მაღლა გამოჩნდეს Google-ში, მოიზიდოს მეტი ვიზიტორი რეკლამის გარეშე და გაზარდოს შეკვეთები და მოთხოვნები.
ჩვენ მიერ დამზადებული ყველა საიტი მოდის საბაზისო SEO ოპტიმიზაციით — სწორი სტრუქტურა, meta tags, სიჩქარის ოპტიმიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი ტექნიკური საფუძვლები.
თუ გინდა უფრო სწრაფი ზრდა და კონკურენტებზე წინ გასვლა — შეგვიძლია შემოგთავაზოთ სრულყოფილი SEO მომსახურებაც.
ადმინისტრაციული (სამართავი) პანელი შედის ჩვენს მაღალ პაკეტებში. Basic პაკეტში საიტი არის მზა და ოპტიმიზებული, თუმცა ადმინისტრაციული პანელი სტანდარტულად არ მოყვება.
თუ გინდა, რომ თავად შეძლო ტექსტების, ფოტოების ან პროდუქტების განახლება — გირჩევთ აირჩიო შესაბამისი პაკეტი სამართავი პანელით. ამ შემთხვევაში გადმოგცემთ მარტივ და მოსახერხებელ ადმინისტრაციულ სისტემას და გაჩვენებთ როგორ გამოიყენო.
ნებისმიერ შემთხვევაში, სურვილის შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია უზრუნველვყოთ საიტის განახლებები და ტექნიკური მხარდაჭერა.
ეძებთ სანდო პარტნიორს, რომელიც თქვენს იდეას სიცოცხლეს შესძენს?
არ აქვს მნიშვნელობა — უკვე ჩამოყალიბებული კონცეფცია გაქვთ თუ ჯერ მხოლოდ წინადადება. ყოველთვის მზად ვარ დაგეხმაროთ და თქვენი ჩანაფიქრებიდან რეალური პროექტი შევქმნათ!
დაგვიკავშირდით